დვალი ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა

0
0

„ფერენცვაროშმა“, რომელშიც მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, ევროპა ლიგის მეორე ტურში შინ „ბეტისთან“ დამარცხდა – 1:3.

ბუდაპეშტელებმა G ჯგუფში ზედიზედ მეორე თამაში წააგეს. ესპანელებიდან მე-17 წუთზე ანგარიში ნაბილ ფეკირმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 44-ე წუთზე საპასუხო ბურთი უზუნიმ გაიტანა.

75-ე წუთზე „ფერენცვაროშის“ მცველმა ვინგომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ტელიომ საბოლოო ანგარიში გააფორმა.

დვალი, რომელიც ტრავმის მორჩენის შემდეგ ბოლო ორ მატჩში გუნდის განაცხადში იყო, ამჯერად სათადარიგოებშიც ვერ მოხვდა. ტრავმირებული ხარაიშვილი უკვე  დიდი ხანია არ თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველსო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბერში საბერძნეთთან (9 ოქტომბერი, ბათუმი) და კოსოვოსთან (12 ოქტომბერი, პრიშტინა) გასამართი შეხვედრებისთვის დვალი შეკრებაზე გამოიძახა.

G ჯგფის მეორე მატჩში ლევერკუზენის “ბაიერმა” სტუმრად “სელტიკის” 4:0 აჯობა და 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს.

ამდენივე ქულით მეორე ადგილზე “ბეტისია”, ხოლო “ფერენცვაროში” “სელტიკთან” ერთად ქულების გარეშეა და შესაბამისად მე-3 და მე-4 ადგილზე იმყოფებიან.