17 წლამდე გოგონებმა შესარჩევში მესამე თამაშიც წააგეს

0
2

საქართველოს 17 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის-2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის 1 ჯგუფში 3 ეხვედრა ბელარუს თანატოლებთან ჩაატარა და 0:8 დამარცხდა.

მანამდე, სალომე ხუბულურის შეგირდებმა კოსოვოსთან 0:13, ხოლო ლუქსემბურგთან 0:10 წააგეს.

ბელარუსებთან შეხვედრაში ქართველმა გოგონებმა პირველ ტაიმში 4 ბურთი გაუშვეს, ხოლო შესვენების შემდეგ საკუთარ კარში ამდენივე მიიღეს.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი ფორმატით ტარდება. 49 ქვეყნის ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდა.

ფორმატის თანახმად B ჯგუფში გამარჯვებული ნაკრებები (სულ ექვსი გუნდი) A ლიგაში გადაინაცვლებენ. წლის ბოლოს კი A ლიგაში მოასპარეზე 28 ნაკრები, ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.

ჯგუფებში გამარჯვებულ შვიდ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდება. რვა გუნდის მონაწილეობით ფინალური ეტაპი 2022 წლის 3-15 მაისს გაიმართება.

საქართველიბელარუსი 0:8 (0:4)
საქართველო: ხუცურაული, ხუციშვილი, კევლიშვილი, გაზდელიანი, პავლიაშვილი, ბუხრიკიძე, ბერიძე, დიასამიძე, ჩიქოვანი, მანაგაძე, მანუჩარიშვილი

მთავარი მწვრთნელი: სალომე ხუბულური

გოლები: 0:1 სინიავსკაია (5), 0:2 ჩერლენოკი (16), 0:3 სინიავსკაია [18), 0:4 ჩერლენოკი (19), 0:5 მიკჰანი (54), 0:6 მისილევეცი (59), 0:7 სინიავსკაია (75), 0:8 მაგერი (90+3)