“შტურმი” შინ პსვ-სთან დამარცხდა – კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო

0
4

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გრაცის “შტურმა”, სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, შინ პსვ-თან სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

ნიდერლანდელები უპირატესობას მატჩის უმეტესი დროის განმავლობაში ფლობდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

შეხვედრის 32-ე წუთზე ვან გინკელმა მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და კართან ახლოს მყოფმა სანგარემ ანგარიში გახსნა. ანგარიშის გახსნამდე 2 წუთით ადრე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.

51-ე წუთზე ზაჰავიმ მის მიერ წამოწყებული კომბინაცია გიოტცეს კარგი პასის შემდეგ გოლით დაასრულა.

55-ე წუთზე, იანჩერმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გადაცემა სტუმართა კართან გააკეთა, სადაც ყველას მეორე სართულზე სტანკოვიჩმა აჯობა და ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა.

ცოტა ხანში კიტეიშვილმა ნიდერლანდელთა საჯარიმოში კარგად გაითამაშა ბურთი თანაგუნდელთა და იერიში ძალიან ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დაასრულა, თუმცა, მეკარე დრომელმა ბურთი ფეხით მოიგერია.

74-ე წუთზე მაქსმა შორი მანძილიდან ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმის შემდეგ პსვ კიდევ უფრო დააწინაურა.

78-ე წუთზე, შორისდან ზუსტად ამჯერტად ვერტენსენმა “გაისროლა” და პსვ-ს საბოლოო გამარჯვება გაუფორმა.

მე-80 წუთზე, კიტეიშვილმა ვან გინკელს დაასწრო, მაგრამ ნიდერლანდელის მოქნეული ფეხი მარჯვენა კოჭში მოხვდა და დაშავდა. მან მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

რეპორტაჟის დროს გამოჩნდა, რომ კიტეიშვილს მტკივან ფეხზე ყინული დაადეს და ის კოჭლობოთ გადაადგილდებოდა.

“შტურმმა” ზედიზედ მეორე თამაში წააგო და ბოლო ადგილზეა. B ჯგუფს 4 ქულით პსვ ლიდერობს. ამდენივე ქულით მეორე ადგილზე “მონაკოა”, რომელიც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში სტუმრად “რეალ სოსიედადს” დაუზავდა – 1:1.