რონალდუმ “მანჩესტერს” ბოლო წუთზე მოაგებინა -პორტუგალიელის ახალი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაში

0
7

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშოს დღეს “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვილიარეალს” უმასპინძლა და ბოლო წუთზე კრიშტიანუ რონალდუს წყალობით გაიმარჯვა.

“ვილიარეალმა” ანგარიში 53-ე წუთზე პაკო ალკასერის დარტყმის შემდეგ გახსნა. მე-60 წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ალექს ტელეშმა გაიტანა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე “ვილიარეალის” კარი რონალდუმ აიღო და თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი შეხვედრა მოაგებინა.

კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგაში 178-ე თამაში ჩაატარა, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია.

პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაში მე-12 გოლი გაიტანა 90-ე წუთზე ან უფრო გვიან.

რონალდუმ გუნდებში სადაც უთამაშია ჩემპიონთა ლიგაში 41 გამარჯვების გოლი გაიტანა, რაც ტურნირის რეკორდია.

პორტუგალიის ნაკრების 36 წლის კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაში 136 გოლი მიითვალა, რაც ტურნირის რეკორდია.

რონალდუმ “მანჩესტერში” დაბრუნების შემდეგ 5 თამაშში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

F ჯგუფში გაამრთულ მეორე შეხვედრაში “ატალანტამ” შინ “იანგ ბოიზს” 1:0 მოუგო და 4 ქულით ლიდერია.

“იუანგ ბოიზი” 3 ქულით მეორეა. ამდენივე ქულით “მანჩესტერი” მესამეა, ხოლო “ვილიარეალი” 1 ქულით ბოლოა.

ლაშა თაბაგარი