რონალდ კუმანი: “გუნდს ცვლილებისთვის დრო უნდა მივცეთ”

0
4

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ლისაბონის ,,ბენფიკასთან” მარცხის შემდეგ, საკუთარ მომავალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,ჩემს მომავალზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან, არ ვიცი, რა პოზიცია აქვს გუნდს ამასთან დაკავშირებით. ვნახოთ, გადაწყვეტილება ჩემზე არაა… საუბარი მხოლოდ გუნდის მუშაობის შესახებ შემიძლია. ჩემი ფეხბურთელების მხარდაჭერასა და დამოკიდებულებას ვგრძნობ. დანარჩენი არ ვიცი.
დელიკატური სიტუაციაა, ჩემპიონთა ლიგაზე ორი მარცხის შემდეგ, ბარსელონაში ყოფნა ნებისმიერი მწვრთნელისთვის რთული იქნებოდა. გუნდს ცვლილებისთვის დრო უნდა მივცეთ. საჭიროა ჩვენი ფეხბურთის თამაში, ბურთის კონტროლი და მომენტების შექმნა – ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ თუ გოლს ვერ გაიტან, ვერ მოიგებ,” – კუმანის სიტყვებს Marca ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ,,ბარსელონა” ,,ბენფიკასთან” სტუმრად 0:3 დამარცხდა. კუმანის გუნდი ორი ტურის შემდეგ უქულოდაა და ჯგუფის ბოლო პოზიციაზეა.