ლევან კობიაშვილი: “​ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ მასობრიობაა”

0
2

ოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა.

ღონისძიება უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროპის მასშტაბით 23 – 30 სექტემბერს იმართება.

განახლებულ მოედანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველ ვიცე პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად ესტუმრა.

სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 2017 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ქვეყანაში მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ისახავს მიზნად ისახავს.

ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: “ფეხბურთის ფედერაციის გუნდთან ერთად უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში სოფელ საზანოში ვიმყოფებით. ვიზიტის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით კიდევ ერთი სტადიონი მოვაწესრიგეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სტადიონს აქ მაცხოვრებელი ბავშვები და ახალგაზრდები გამოიყენებენ, რომლებიც ჩაერთვებიან ფეხბურთში და ისიამოვნებენ სპორტის ამ სახეობით.

​ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ მასობრიობაა, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ფეხბურთში, მით უფრო წარმატებული იქნება ეს სფერო ჩვენ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაცია ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას.”

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შემოიღობა ტერიტორია, შეკეთდა  ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არის  აუცილებელი.

განახლებულ საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური 7×7-ზე საფეხბურთო მატჩიც გაიმართა.