„გენტმა“ „ანორთოსისს“ აჯობა – ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია

0
1

„გენტმა“, რომლის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ მიიღო და ორბურთიანი უპირატესობით სძლია.

თავიდანვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია. არადა, ბოლოს „გენტის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ ორჯერ მოხვდა და ნელ-ნელა სათამაშო ფორმას იბრუნებდა.

ბელგიელები მას მერე დაწინაურდნენ, რაც სტუმართან ფეხბურთელნა კორეამ ავტოგოლი მიითვალა.

„გენტმა“ ანგარიშში სხვაობა 81-ე წუთზე კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვა.

„ანორთოსისის“ თადარიგში იყვნენ მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი ნიკა ნინუა, რომლებსაც არ უთამაშიათ. თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.

„გენტი“ 6 ქულით B ჯგუფში მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა ბელგრადის „პარტიზანი“, რომელმაც შინ ტალინის „ფლორას“ 2:0 აჯობა.

„ფლორა“ და „ანორთოსისი“ უქულოდა არიან – შესაბამისად მე-3 და მე-4 ადგილებზე იმყოფებიან. ს