“ბარსელონას” ფიასკო ლისაბონში – “ბენფიკამ” კატალონიელებთან ნავსი გატეხა

0
4

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ამჯერადაც 3 უპასუხო ბურთი გაუშვა.

ნიდერლანდელი რონალდ კუმანის გაწვრთნილი გუნდი მეორე ტურში ლისაბონში ადგილობრივ “ბენფიკასთან” 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები მე-3 წუთზე დარვინ ნუნიესმა დააწინაურა. 69-ე წუთზე რაფა სილვამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 79-ეზე დარვინ ნუნიესმა პენალტიდან დუბლი შეასრულა.

87-ე წუთზე ესპანელთა მცველმა ერიკ გარსიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ბარსელონამ” თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა.

ისევე როგორც “ბაიერნთან” (0:3) წაგებულ შეხცედრაში, “ბარსას” ფეხბურთელებს ბურთი კარის ჩარჩოში არც ამჯერად მოუხვედრებიათ.

“ბენფიკამ” ბოლო 60 წლის განმავლობაში “ბარსელონა” პირველად დაამარცხა.

1997 წლის შემდეგ პირველად “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 5 თამაშია არ მოუგია – 4 წაგება და 1 ფრე.

E ჯგუფის მეორე შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” შინ კიევის “დინამო” 5:0 გაანადგურა. ბავარიელებიდან დუბლი პოლონელმა თავდამსსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. “ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ზედიზედ 9 თამაში მოიგო – 45 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

ლევანდოვსკიმ “ბაიერნის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში მიჯრით 18 თამაში მოიგო, რაც ტურნირის რეკორდია.

“ბაიერნი” 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო “ბენფიკა” 4 ქულით მეორეა. კიევის “დინამოს” ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე, ხოლო “ბარსელონას” ქულის გარეშე მეოთხე ადგილი უკავია.