ზავი ტურის ცენტრალურ მატჩში- ბათუმის “დინამომ” მესამე წრე მოიგო

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “დილა” ბათუმის “დინამოს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.

შეხვედრის 32-ე წუთზე, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ბურთი ჯერ ერთ ბათუმელ ფეხბურთელს შეეხო, შემდეგ მეორეს და გვინეელ უსმანე კამარას მიუვიდა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილამ ანგარიში გახსნა – 1:0.

ამ ეპიზოდში ბთათუმელები მთავარი მსაჯის ჯენერი ხორავასგან თამაშგარის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.

34-ე წუთზე, გორელების შეტევის დროს სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან პასი მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ჯაბა ჯიღაურს გაუკეთა, რომელაც ერთი შეხებით გაიტანა.

72-ე წუთზე, ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გორელთა საჯარიმოში ბურთი მკერდით დაამუშავა და ის “დილას” მცველმა ვანდერსონ სილვამ წააქცია, ხოლო ხორავამ პენალტი დანიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა – 1:2.

76-ე წუთზე, პაატა ღუდუშაურმა მარჯვენა ფრთიდან სტუმართა კარის შორეულ ძელთან ნიკა გაგნძე მოძებნა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

ბათუმელებს 57 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ხოლო “დილა” 44 ქულით – მეოთხეა.