„პალმეირასი“ კოპა ლიბერტადორესის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა

0
5

სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო საკლუბო ტურნირის პირველი ფინალისტი ცნობილია.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა სან პაულუს „პალმეირასმა“ პირველი მატჩი შინ „ატლეტიკო მინეიროსთან“ 0:0 დაასრულა, ხოლო ამ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 1:1 დამთავრდა და პორტუგალიელი აბელ ფერეირას შეგირდები ფინალში გასვლაზე გატანილი ბურთის წყალობით გავიდნენ.

მატჩის 52-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ედუარდო ვარგასმა გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე საპასუხო ბურთი დუდუმ გაიტანა.

„პალმეირასის“ მეტოქე ფინალში რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოსა“ და ეკვადორის გუაკილის „ბარსელონას“ შორის შეხვედრაში გაირკვევა.

ამ გუნდებს შორის პირველი თამაში „ფლამენგომ“ თავის მოედანზე 2:0 ბრუნუ ენრიკეს დუბლით მოიგო.