„ატლეტიკომ“ „მილანს“ ბოლო წუთზე აჯობა, სუარესმა 6 წელიწადში პირველად გაიტანა

0
2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „მილანმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და მატჩის ბოლო წუთზე დამარცხდა.

მასპინძლებიდან ანგარიში მე-20 წუთზე რაფაელ ლეაომ გახსნა და „მილანმა“ ტაიმი მოიგო.

84-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა საპასუხო ბურთი გაიტანა და „ბარსელონადან“ დაბრუნების შემდეგ „ატლეტიკოში“ თავი პირველად გამოიჩინა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე ესპანელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მიიღეს და ლუის სუარესმა თავისი შანსი გამოიყენა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში ურუგვაელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში თავი პირველად გამოიჩინა.

„მილანი“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. გარდა ამისა, „როსონერიმ“ ამ ტურნირში ჩატარებულ ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

B ჯგუფის მეორე მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „პორტუ“ 5:1 გაანადგურა და 6 ქულით პირველ პოზიცაზეა.

განვლილ მატჩში „ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა. ის დიდიე დროგბასა და სამუელ ეტოოს შემდეგ, მესამე აფრუკელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 30 ან მეტი გოლი გაიტანა.

“ლივერპულს” მიმდინარე სეზონის სტარტის შემდეგ ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 მატჩია არ წაუგია – 7 გამარჯვება და 2 ფრე.

საერთო ჯამშიმ იურგენ კლოპის გუნდი 10 აპრილის შემდეგ მიჯრით 18 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

„ატლეტიკო“ 4 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზეა. „პორტუს“ 1 ქულა აქვს და მესამეა, ხოლო „მილანი“ უქულოდაა და ბოლოა.