ტრავმირებული შერმადინი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

0
1

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის წინამძღოლობით “ტენერიფემ” “ბილბაო” დაამარცხა. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა ბოლო პერიოდში მან ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ზუსტი დრო არ იციან, თუმცა სავარაუდოდ მის რეაბილიტაციას 1 თვე დასჭირდება.

“წელის ტრავმა მივიღე, ექიმებმა სურათი უკვე გადამიღეს და 3 ადგილას მაქვს სერიოზული დაზიანება, რომელსაც სხვადასხვა სახით თერაპიული მკურნალობა დასჭირდება – გვითხრა გიორგი შერმადინმა, რომელსაც ესპანეთში შევეხმიანეთ – სავარაუდოდ 3 კვირა ვარჯიშს ვერ შევძლებ, მერე კი ვნახოთ, როგორ აღდგება დაზიანებული უბნები და რამდენ ხანში შევძლებ თამაშს”.

ესპანური კლუბის ოფიციალური ინფორმაციით კი, ქართველმა კალათბურთელის რეაბილიტაციას წინასწარი ვარაუდოდ, 5-6 კვირა დასჭირდება.