კიტეიშვილს საგოლე პასები სიმბოლურით დაუფასეს

0
5

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცვლი ოთარ კიტეიშვილი skysportaustria.at-ის ვერსიით, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გასულ ტურში გრაცელებმა სტუმრად ვენის „რაპიდი“ 3:0 დაამარცხეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 2 საგოლე პასი შეასრულა.

მისი გადაცემის შემდეგ იებოამ ანგარიში გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს, როცა „შტურმი“ 2:0 იგებდა, კიტეიშვილმა გოლი ლუბიჩს გაატანინა.

25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში „შტურმის“ მაისურით 8-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ლაშა თაბაგარი