იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ისევ გამოიძახეს

0
8

შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელეს.

შვედეთისს ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაცითთ, ანდერსონმა მომავალი თამაშებისთვის “მილანის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოიძახა, რომელმაც ტრავმის გამო ევრო-2020 გამოტოვა.

მეკარეები: რობინ ოლსენი (“შეფილდ იუნაიტედი”, ინგლისი), პონტუს დალბერგი (“დონკასტერი”, ინგლისი), ბო კრისტოფერ ნორდფელდტი (“აიკ”, შვედეთი).

მცველები: ვიქტორ ლინდელოფი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (“სევილია”, ესპანეთი), მარკუს დანიელსონი (“დალიანი”, ჩინეთი), მატიას იოჰანსონი (“ლეგია”, პოლონეთი), ემილ კრაფტი (“ნიუკასლი”, ინგლისი), იოაკიმ ნილსონი (“არმინია”, გერმანია), კარლ სტარფელტი (“სელტიკი”, შოტლანდია), მარტინ ოლსონი (“მალმიო”, შვედეთი).

ნახევარმცველები: ემილ ფორსბერგი (“ლაიფციგი”, გერმანია), ვიქტორ კლაესონი (“კრასნოდარი”, რუსეთი), იენს-ლის კაიუსტე (“მიდტიულანდი”, დანია), ალბინ ეკდალი (“სამპდორია”, იტალია),  კრისტოფერ ოლსონი (“ანდერლეხტი”, ბელგია), კენ სემა (“უოტფორდი”, ინგლისი), მაგნუს ერიქსონი (“იურგორდენი”, შვედეთი).

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მილანი”, იტალია), ალექსანდერ ისაკი (“სოსიედადი”, ესპანეთი), იესპერ კარლსონი (“ალკმაარი”, ნიდერლანდები), დეიან კულუსევსკი (“იუვენტუსი”, იტალია), რობინ კუაისონი (“ალ ეტიფაქი”, საუდის არაბეთი), მატიას სვანბერგი (“ბოლონია”, იტალია), ისააკ კისე ტელინი (“ბანიასი”, საემიროები).

შვედები B ჯგუფში ქართველებთან ერთად გამოდიან და 9 ოქტომბერს კოსოვოს უმასპინძლებენ, ხოლო 12 ოქტომბერს – ბერძნებს.

შვედები 9 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან და ესპანელებს 4 ქულით ჩამორჩებიან. მესამე ადგილზე ბერძნები 6 ქულით იმყოფებიან, კოსოვო 4 ქულით მეოთხეა, ხოლო საქართველოს 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ქართველებმა მუნდიალის შესარჩევში პირველი მატჩი შვედებთან სტუმრად 0:1 წააგეს, ხოლო მეორე შეხვედრას ჯგუფში 12 ნოემბერს ბათუმში ჩაატარებენ, რომელიც ჯგუფში ბოლო იქნება.