ჩაკვეტაძე ბელგიის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
2

გიორგი ჩაკვეტაძე გამოცემა voetbalkrant.com-ის ვერსით, ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში „გენტმა“, სადაც 22 წლის ფეხბურთელი გამოდის, შინ „სერკლ ბრიუგე“ 2:1 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე გენტელთა სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა და მოედანზე 78 წუთი დაჰყო.

მან 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, საგოლე პასი გააკეთა და ლემაჯიჩს გაატანინა.

„გენტის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ლეგიონერი „სერკლ ბრიუგესთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.