ქართველი გოგონები ლუქსემბურგთანაც დიდი ანგარიშით დამარცხდნენ

0
2

საქართველოს 17 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის-2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის 1 ჯგუფში მეორე შეხვედრა ლუქსემბურგელ თანატოლებთან ჩაატარა და 0:10 დამარცხდა.

სალომე ხუბულურის შეგირდებმა პირველ ტაიმში 3 გოლი გაუშვეს, ხოლო შესვენების შემდეგ – 7.ქართველების კარში 6 გოლი 15 წლის ოლივეირა ბრასმა შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე გოგონებმა პირველი თამაში შვედებთან 0:13 წააგეს. საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 30 სექტემბერს ბელარუსთან ითამაშებს.

ლუქსემბურგი – საქართველო 10:0 (3:0)
საქართველო: ბუხრიკიძე, ჩიქოვანი, დიასამიძე, ენჯიბაძე (ბერიძე 46), ჯგუშია (გაზდელიანი 10), კანკია (გომელაური 65), კევლიშვილი, ხუციშვილი, ხუცურაული, მანუჩარიშვილი, პავლიაშვილი (მანაგაძე 83).

მთავარი მწვრთნელი: სალომე ხუბულური

გოლები: 1:0 მაგალიაეში (5), 2:0 ბრასი (7), 3:0 მაგალიაეში (12), 4:0 კირპსი (57), 5:0 ბრასი (65), 6:0 ბრასი (66), 7:0 ბრასი (71), 8:0 ბრასი (72), 9:0 ბრასი (77), 10:0 მაგელიაეში (85)