თოკო შენგელია პოლონელებს “გაუსწორდა”

0
4

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB ლიგაში მეორე მატჩიც დიდი უპირატესობით მოიგო – ამჯერად პოლონურ “ზელენა გურასაც” უპრობლემოდ სძლია 105:71, რაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დიდი წვლილი შეიტანა.
თოკო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:37 წუთში ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 6 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ.