ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ლიდერობს

0
3

„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი ირიცხება, მცირე ჩავარდნის შემდეგ თამაში გამოასწორა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის 32-ე ტურში შინ „გვანჯუს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზაიშვილმა, რომელიც „ულსანში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ჩემპიონატში 27 თამაშში 7 გოლი გაიტანა, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა.

„ულსანი“ 61 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს დ უახლოეს მდევარ „ჩონბუკ მოტორსს“ ქულით სჯობს.