მერებაშვილის ეფექტური გოლი პოლონეთში

0
21

გიორგი მერებაშვილმა „პოდბესკიძიეში“ გადასვლის შემდეგ თავისი მეორე გოლი გაიტანა.

პოლონეთის პირველი ლიგის მე-10 ტურში „პოდბესკიძიემ“ „რჟეშოვი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – ბურთი თავისი ნახევრიდან წამოიღო, ერთ მცველს ორჯერ თავგზა აუბნია, შემდეგ მეორეც მიაყოლა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან „ცხრიანში“ დაარტყა.

მერებაშვილი, რომელმაც თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე შეცვალეს.

„პოდბესკიძიე“ 18 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი