მაკფადენმა ვალენსიაში იმარჯვა

0
11

თად მაკფადენის “მურსიამ” ესპანეთის ჩემპიონატში “ვალენსიას” სტუმრად 91:86 სძლია, რაშიც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მურსიელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით წააგეს, მეორეში კი მატჩის მათთვის სასიკეთოდ შემოტრიალება მოახერხეს.
მაკფადენმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 21 წუთში 12 ქულა, ერთი მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თადმა ხუთიდან ორი ორქულიანი და რვავე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.
“მურსიამ” ACB ლიგის სამ ტურში ორი მოგება მოაგროვა და ჯერჯერობით მეოთხეა, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, საშინაო დარბაზში მალაგის “უნიკახასთან” ჩაატარებს.