გაგნიძემ დავითაშვილს მოუგო, წიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის ქულა

0
5

ეკატერინბურგის „ურალი“, რომელშიც ლუკა გაგნიძე გამოდის რუსეთის პრემიერ ლიგაში შინ ორბურთიანი სხვაობით აჯობა ტულას „არსენალს“, სადაც ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობს.

ორივე გუნდში მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი მოხვდა.

დავითაშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა, ხოლო გაგნიძე შეცვლაზე 87-ე წუთზე შევიდა.

„არსენალი“ 8 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა, ხოლო „ურალი“ 6 ქულით ბოლოა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ოდესის „ჩერნომორეცმა“ შინ „ინგულეცთან“ ქულები გაიყო – 1:1.

მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე, ოდესელთა კაპიტანია, თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.

„ჩერნომორეცი“ 6 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე.