ვარდი „ლესტერის“ ისტორიაში ორიგინალური მიღწევით შევიდა

0
2

ჯეიმი ვარდი „ლესტერის“ ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით შევიდა.

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „ვარდი“ თავის მოედანზე „ბარნლის“ დაუზავდა – 2:2.

მე-12 წუთზე ინგლისელმა თავდამსხმელმა ავტოგოლი მიითვალა, ხოლო 37-ე და 85-ე წუთებზე მეტოქის კარი აიღო. „ბარნლიდან“ თავი კორნეტმა გამოიჩინა.

34 წლის ვარდი „ლესტერის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში გოლი ჯერ თავის კარში გაიტანა, ხოლო შემდეგ მეტოქის.

მან მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 6-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.