ლობჟანიძის გუნდის მოგებათა სერია ლიდერთან შეწყდა

0
3

საბა ლობჟანიძის „ჰათაისფორის“ ოთხმატჩიანი გამარჯვება სერია თურქეთის სუპერლიგაში შეწყდა.

მე-7 ტურში ჰათაელები თავის მოედანზე გათამაშების ლიდერ „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 წააგეს.

სტუმრები მე-17 წუთზე იტალიელმა ჯუზეპე როსიმ დააწინაურა, ხოლო 29-ე წუთზე მეორე გოლი ჩეხმა ნოვაკმა გაიტანა. ორივე შემთხვევაში ასისტენტად ეკვადორელი ენერ ვალენსია მოგვევლინა.

მასპინძლებიდან თავი 70-ე წუთზე სენტ-ლუისმა გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.