კურტუას 100 „მშრალი“ მატჩი ლა ლიგაში

0
3

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში თავის მოედანზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუამ თავის კარიერაში ლა ლიგაში 2017-ე მატჩი ჩაატარა და 100-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.

ის 21-ე საუკუნეში ესპანეთში მე-5 მეკარე გახდა, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა.

მხოლოდ „ატლეტიკოს“ სლოვენიელ მეკარე იან ობლაკს დასჭირდა უფრო ნაკლები თამაში (182), რომ 100-ჯერ თავის კარში გოლი არ გაეშვა.

ცნობისთვის, “რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ 25 მატჩი არ წააგო – 18 გამარჯვება და 7 ფრე. თუმცა, 5-მატჩიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტა.