გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში საგოლე პასი მიითვალა.
მე-9 ტურში „გენტი“ შინ „სერკლ-ბრიუგეს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 38-ე წუთზე გაშვებული გოლით პირველი ტაიმი წააგო, შესვენების შემდეგ თამაში გარდატეხა და 3 ქულა აიღო.
64-ე წუთზე, ანგარიში დე სარტმა გაათანაბრა, ხოლო 73-ე წუთზე ჩაკვეტაძის გადაცემის მერე ლემაჯიჩმა მასპინძლები დააწინაურა. საბოლოოდ ეს გოლი მატჩი ბოლო აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხვდა, 78-ე წუთზე შეცვალეს.
„გენტი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.