დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის სუპერლიგაში თავისი მეორე დუბლი შეასრულა.
მე-5 ტურში „ზირე“ სტუმრად „საბაილს“ შეხვდა და ქართველი თავდამსხმელის წყალობით მოიგო.
ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა და მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესც მეტოქის კარის წინ მყოფმა პარტნიორის პასის შემდეგ გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, თანაგუნდელის გადაცემის მერე ქართველი ლეგიონერის მიერ ახლო მანძილდან დარტყმული მასპინძლების მეკარემ მოიგერია, თუმცა ვოლკოვმზ ზუსტად დაამატა.
მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 5 გოლია, ხოლო „ზირე“ 8 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
„ვოლფსბერგერმა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში შინ მოქმედ ჩემპიონ და გათამაშების ლიდერ „ზალცბურგთან“ 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალუმა მცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
„ვოლფსბერგერი“ 9 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
