შენგელიას ქულა გათამაშების ლიდერთან

0
3

„ლუვენმა“, რომელსიც ლევან შენგელია გამოდის, ბელგიის ჩემპიონატის ლიდერ „ბრიუგესთან“ სტუმრად ქულა აიღო – 1:1.

სტუმრები 42-ე წუთზე თურქმა ოზკაჩარმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 77-ე წუთზე კლინტონ მატამ გაიტანა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.

„ლუვენს“ 8 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.

შენგელია „ლუვენში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა.