“საბურთალომ” წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტური თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც “საბურთალომ” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მატჩის მე-10 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან ნიკა მალი შეიჭრა, რომელიც სტუმართა კაპიტანმა ირაკლი კომხიძემ წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ზუსტად იური ტაბატაძემ შეასრულა. თბილისელთა გარემარბმა მიმდინარე სეზიონში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე, აკაკი შუალაიამ საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და მასპინძლები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბექა ვერულიძისი გადაცემის შემდეგ ლევან ინგოროყვამ ახლო მანძილიდან გაიტანა.

“საბურთალომ” ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, ხოლო საერთო ჯამში გუნდს ბოლო 4 მატჩია არ წაუგია.

ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “შუქურა” მიჯრით მე-3 შეხვედრაში დამარცხდა.

“საბურთალო” 43 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა, ხოლო “შუქურა” 21 ქულით მეცხრეა.