“მურსიამ” “ბეტისს” აჯობა, მაკფადენმა – ბურჯანაძეს

0
9

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდები დაუპირისპირდნენ. თად მაკფადენის “მურსიამ” ბექა ბურჯანაძის “ბეტისს” უმასპინძლა და დამაჯერებლად – 88:66 დაამარცხა.
გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა – თად მაკფადენმა, რომელმაც მოედანზე 24:22 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 3 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი. მაკფადენმა 5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბეტისის რიგებში ბექა ბურჯანაძემ 17:11 წუთი ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო. მან 6-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და ორიდან ორი სამქულიანი ააცილა. გარდა ამისა, ბურჯანაძეს 8 მოხსნა და ერთი პასი ჰქონდა.
მაკფადენის მურსია მომდევნო ტურში “ვალენსიას” ესტუმრება, ხოლო ბურჯანაძის “ბეტისი” “მანრესას” წინააღმდეგ ითამაშებს.