კოხრეიძემ “გრენობლში” პირველი მატჩი ჩაატარა

0
4

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა.

მე-10 ტურში, “გრენობლი”, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში შეუერთდა სტუმრად “როდეზს” (1:1) დაუზავდა, სადაც მარცხენა მცველი ამირან სანაია გამოდის.

კოხრეიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა – სტუმრებმა ანგარიში 25-ე წუთზე პენალტიდან გახსნეს.

მასპინძლებმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს.

22 წლის კოხრეიძემ, რომელიც “საბურთალოს” კაპიტანი იყო, “გრენობლთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ტრავმირებული იყო და მანამდე, გუნდს ამიტომ ვერ ეხმარებოდა.

სანაია ტრავმირებულია და “როდეზის” განაცხადში არ იყო.

“გრენობლი” 11 ქულით 20-გუნდიან ლიგა 2-ში მე-15 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში კოვალივკას “კოლოსმა” შინ “ვორსკლასთან” 0:1 წააგო. ქართველი ლეგიონერი ნიკა სიჭინავა მასპინძლების თადარიგში იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. “კოლოსი” 8 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.