კანკავამ და კაშიამ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს

0
9

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ 3 თამაშის ვერმოგების (2 ფრე და 1 მარცხი) შემდეგ, სტუმრად „სენიცასთან“ 3 ქულა აიღო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კანკავა 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაშია 90-ეზე.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებს 20 ქულა აქვთ და 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან.

თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში “ქარაგიუმრუქი” გასვლაზე “სივასფორთან” 0:4 დამარცხდა.

ვატო არველაძემ სტუმართა შემდგენლობაში 73-ე წუთიდან ითამაშა. “ქარაგიუმრუქი” 11 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.