შენგელიას იოლი გამარჯვება მინსკში

0
7

VTB ლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მინსკში ბელარუსულ “ცმოკის” შეხვდა და 48 ქულის სხვაობით – 92:44 დაჯაბნა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მართალია, მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, მოედანზე მხოლოდ 14:51 წუთი გაატარა, მაინც შედეგიანი იყო. თორნიკეს მონაგარი 13 ქულა, ერთი მოხსნა, 4 პასი და ერთი ჩაჭრა იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიას მოედანზე ყოფნის პერიოდში ცსკა-მ მასპინძლებზე 31 ქულით მეტი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა და ის გუნდის რიგებში მხოლოდ სერბ ნიკოლა მილუტინოვს (14 ქულა, 10 მოხსნა) ჩამორჩა. საინტერესოა, რომ სტუმართა რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა ჩააგდო.
ცსკა VTB ლიგაში მომდევნო მატჩს უკვე შინ ჩაატარებს. 26 სექტემბერს თორნიკეს გუნდის მეტოქე პოლონური “ზელენა გურა” იქნება.