ლიონელ მესის მუხლის ტრავმა აქვს და ამიტომ, საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში პსჟ-ს განაცხადში ვერ მოხვდა.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, არგენტინელს დაზიანების გამო ხუთშაბათს არ უვარჯიშია და წვრთნას უახლოეს დღეებში განაახლებს.
დიდი ალბათობით, მესი შაბათს „მონპელიესთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. თუმცა, 34 წლის ფეხბურთელი 28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ დასაპირისპირებლად მზად იქნება.