ჩაკვეტაძე სასტარტოში ერთწლიანი პაუზის შემდეგ

0
6

გიორგი ჩაკვეტაძემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ „გენტის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „გენტი“ „ანდერლეხტს“ ესტუმრა და მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მატჩში ორივე გოლი გატანილი იყო.

ჩაკვეტაძეს იმ დროის განმავლობაში რაც მოედანზე დაჰყო დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია და მისი შეცვლა ლოგიკურია. ის თავისი საუკეთესო სათამაშო ფორმისგან ძალიან შორსაა. მისი კოზირი ყოველთვის ბურთით სწრაფად გადაადგილება იყო, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მან 2020 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ბელგიურ გუნდში პირველი წუთიდან პირველად ითამაშა.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ”გენტის” რიგებში 7 თამაში ჩაატარა – ბელგიის ჩემპიონატი 4, ხოლო, კონფერენს ლიგაში – 3.

„გენტი“ 8 ქულით 18-გუნდიან ბელგიის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.