გაგნიძის პირველი სასტარტო და თასის 1/8-ფინალი

0
4

ლუკა გაგნიძემ ეკატერინბურგის „ურალის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

რუსეთის თასის მე-2 ტურში „ურალი“ სტუმრად რანგით მე-3 ლიგის ვლადიმირის „ტორპედოს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.

18 წლის ქართველმა ვლადიმირელების წინააღმდეგ შეუცლელად ითამაშა.

გაგნიძე ზაფხულში მოსკოვის „დინამოში“ ჩაირიცხა და „ურალში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.