დვალი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ უთამაშებელია

0
1

„ფერენცვაროშის“ ქართველი მცველი ლაშა დვალი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ თამაშობს.

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-2 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში, მოქმედმა ჩემპიონმა „ფერენცვაროშმა“ სტუმრად ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ 1:0 დაამარცხა.

ტრავმის მორჩენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ზედიზედ მეორე მატჩში ბუდაპეშტელთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.

ზივზივაძეს რაც შეეხება, ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია და ამიტომ თავისი გუნდის სამატჩო განაცხადში არ იყო.

6 ტურის შემდეგ, „ფერენცვაროში“ 12 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „ფეჰერვარი“ 9 ქულით მეხუთეა.