დავითაშვილის მეორე გოლი „არსენალში“

0
2

ზურიკო დავითაშვილმა ტულას „არსენალში“ გადასვლის შემდეგ თავისი მეორე გოლი გაიტანა.

რუსეთის თასის მეორე ტურში ტულელებმა სტუმრად ქვედალიგელი ბრიანსკის „დინამო“ 6:1 დაამარცხეს.

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 59-ეზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 5:1 გახდა.

20 წლის დავითაშვილმა, რომელიც „არსენალს“ სეზონის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მიმდინარე სეზონში თავი პირველად სამარას „კრილია სოვეტოვთან“ (2:1) მატჩში გამოიჩინა.