შვედეთთან დავმარცხდით…

0
12

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთის წინააღმდეგ გამართული მატჩით დაიწყო. გეტებორგის გამლა ულევის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 4:0 დასრულდა.
​ანგარიში პირველი ნახევრის მიწურულს გაიხსნა, შედეგიანი დარტყმა ფილიპა ანგელდალის ანგარიშზეა. შესვენებამდე მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით დაასრულეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გოლი მაგდალენა ერიკსონმა გაიტანა.
​მატჩის განახლების შემდეგ სათამაშო სცენარი არ შეცვლილა, უპირატესობას შვედები ფლობდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა შვედეთის ნაკრებმა საბოლოო შედეგის დაფიქსირება ბოლო წუთებზე შეძლო. 84-ე წუთზე კაროლინა სეგერმა პენალტი გამოიყენა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი, დუბლის ავტორი გახდა.
ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულით ჯგუფს შვედეთი ლიდერობს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მეორე ნაკრებია.

​შვედეთი 4:0 საქართველო
გამლა ულევი, გეტებორგი
​შვედეთი: ლინდალი, ფიშერი, ბიორნი, ერიკსონი, სკუგი (72′ იაკობსონი), ანგელდალი (72′ ბენისონი), სეგერი, როლფო (87′ ბლომქვისტი), ანვეგორდი (60′ ბლეკსტენიუსი), ასლანი (60′ იანოგი), ჰურტიგი
​მთავარი მწვრთნელი: პეტერ გერჰარდსონი
​საქართველო: გაბუნია, ჭიჭინაძე (67′ დანელია), მატვეევა (90+4′ გორგაძე), ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, სუთიძე, ტატუაშვილი, ბაქრაძე (84′ სულაშვილი), ხაბურძანია (84′ ბებია), კალანდაძე, ჭყონია
​სათადარიგო შემადგენლობა: თაბაგარი, სუხაშვილი, ქადაგიშვილი, კახნიაშვილი, ბოლქვაძე, აკობიძე, ნარსია, ძაძუა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე
გოლები: 1:0 ანგელდალი (40), 2:0 ერიკსონი (45+4), 3:0 სეგერი (პენ.) (84), 4:0 სეგერი (90+3)
​მსაჯი: ლუსი შულცოვა (ჩეხეთი)
​საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ფინეთმა სლოვაკეთს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.