შეხვედრა ფიფას სამუშაო ჯგუფთან

0
4

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიფას პროექტის „გლობალური საშეჯიბრო კონკურენციის ზრდა – ტალანტების განვითარების ეკოსისტემის ანალიზის“ წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

სფფის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიგენერალური მდივანი დავით მუჯირიპირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძევიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და სფფ ერთერთი პირველი საფეხბურთო ორგანიზაცია იყორომელიც მასში ჩაერთო. „გლობალური საშეჯიბრო კონკურენციის ზრდა“ ეროვნულ ფედერაციებში კვლევის საფუძველზე არსებული ვითარების შეფასებას და ანალიზის შედეგად სამომავლო განვითარების სტრატეგიის განსაზღვრავს ისახავს მიზნად.

ერთი წლის განმავლობაში ფიფა სამუშაო გუნდმა ისეთ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით ჩაატარა კვლევაროგორიცაა მენეჯმენტიეროვნული ნაკრები გუნდებიეროვნული ჩემპიონატებიგანათლებასაფეხბურთო აკადემიებიტალანტების განვითარება და აღმოჩენა.

კვლევის შედეგები კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრაზე წარუდგინეს და სამომავლო განვითარების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს.

შეგახსენებთრომ Bridging the Gap მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს „ტალანტების განვითარების“ პროგრამის ახალი პროექტიამისი მთავარი მიზანიარომ ფიფას წევრ ასოციაციებს ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული საფეხბურთო აკადემიებისა და სკოლების განვითარებაშირაც თავისთავად ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენასა და განვითარებას შეუწყობს ხელსახალ პროგრამას ფიფა ტალანტების განვითარების კომპანია Double Pass-თან ერთად ახორციელებს.