ყაზაიშვილის მეშვიდე გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში

0
12

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.

„ულსანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „პოჰანგ სტილერსს“ დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა.

ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე, როდესას მისი გუნდი 1:0 იგებდა, პენალტი გაიტანა.

მის ანგარიშზე 26 მატჩში გატანილი 7 გოლია და ყაზაიშვილმა „ულსანის“ შემადგენლობაში თერთმეტმეტრიანი პირველად შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ სტუმრები 38-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე მიითვალეს.

28 წლის ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში 6-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. მისი გუნდი ნახსენები ტურნირის მეოთხედფინალშია.