ლობჟანიძის ზედიზედ მეორე საგოლე პასი

0
8

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში საგოლე პასი ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა და თავის გუნდს 3 ქულის აღებაში დაეხმარა.

მე-6 ტურში, „ჰათაისფორი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშობს, სტუმრად „გიოზთეფეს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.

ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, საგოლე გადაცემა მამე დიუფს მისცა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„ჰათაისფორი“ 13 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ბეშიქთაშს“ ქულით ჩამორჩება.