კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადია

0
3

„მანჩესტერ იუნატედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის ვერსიით, 2021-2022 წლების სეზონში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გადასახადების დაქვითვამდე 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს -70 მილიონი დოლარი ხელფასი, ხოლო 35 მილიონი რეკლამიდან შემოსავალი.

Forbes-ის სიაში მეორე პსჟ-ს არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელმა მესია, რომელიც 110 მილიონ დოლარს მიიღებს – 75 მილიონი ხელფასი, 35 მილიონი კი რეკლამა.

მესამე ადგილზე პსჟ-ს კიდევ ერთი მოთამაშე ბრაზილიელი ნეიმარია – 95 მილიონი დოლარით (75+20), ხოლო მეოთხეზე კილიან მბაპე 43 მილიონი დოლარით (28+15).

Forbes-ის მიერ შედგენილი მიმდინარე სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი:“) – 125 მილიონი დოლარი
  2. ლიონელ მესი (პსჟ) – 110 მილიონი
  3. ნეიმარი (პსჟ) – 95 მილიონი
  4. კილიან მბაპე (პსჟ) – 43 მილიონი
  5. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – 41 მილიონი
  6. Роберт Левандовски («Бавария») – 35 млн
  7. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) – 35 მილიონი
  8. ანდრეს ინიესტა („ვისელ კობე“) – 35 მილიონი
  9. პოლ პოგბა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 34 მილიონი
  10. გარეთ ბეილი („რეალი“) – 32 მილიონი
  11. ედენ აზარი („რეალი“) – 29 მილიონი