კანკავას და კაშიას პირველი მარცხი სლოვაკეთში

0
4

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომლშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები მე-3 ტურის გამოტოვებულ მატჩში სტუმრად „რუჟემბეროკს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით წააგეს. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს.

ქართველი ლეგიონერები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ – კანკავამ 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს, ხოლო კაშიამ სრულად ითამაშა.

„სლოვანი“ 17 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.