მილანის „ინტერმა“ იტალიის სერია A-ში 1500-ე მატჩი მოიგო.
მე-5 ტურში მილანელები ფლორენციაში ადგილობრივ „ფიორენტინას“ შეხვდნენ და 3:1 გაიმარჯვეს.
მატჩის 23-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში სოტილმა გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
52-ე წუთზე მილანელებიდან საპასუხო ბურთი დარმიანმა გაიტანა. სამ წუთში სტუმრები ედინ ჯეკომ დააწინაურა, ხოლო 87-ეზე პერიშიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იტალიის ჩემპიონატში „ინტერმა“ 1500 თამაში 91 წელიწადში 11 თვესა და 15 დღეში მოიგო.
მილანელებმა სერია A-ში პირველად 1929 წლის ოქტომბერში „ლივორნოსთან“ გაიმარჯვეს.
