აპოელმა პირველი მატჩი ოქრიაშვილისა და ქვილითაიას გარეშე მოიგო

0
4

აპოელმა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო.

კვიპროსის თასის 1/16-ფინალში აპოელმა „ნეა სალამინას“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

ქართველი ლეგიონერებიდან ნიქოზიელთა განაცხადში მხოლოდ ბუბა დაუშვილი იყო, რომელიც თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო.

ოქრიაშვილმა კუნთში დისკომფორტი იგრძნო და ამიტომ არ ითამაშა. ქვილითაიამ „ნეა სალამინასთან“ მატჩი კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში „აპოლონთან“ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის მიზეზით გამოტოვა.