საქართველოს ნაკრების ტრიოს მესამე წარუმატებელი მატჩი აპოელში

0
5

აპოელმა, რომელსაც ზაფხულში საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი შეუერთდა, კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.

ამჯერად, აპოელი სტუმრად „აპოლონს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. სამივე ქართველი ლეგიონერი ნიქოზიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო – თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა და 35-ე წუთზე გააფრთხილეს, ბუბა დაუშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ქვილითაია – 79-ეზე.

ქვილითაიამ ტრავმა მიიღო, რომელიც საბედნიეროდ სერიოზული არ აღმოჩნდა. აპოელი, რომელიც სეზონის წინ ჩემპიონობას გეგმავდა,  უქულოდაა და 12 გუნდში ბოლო ადგილზეა.