თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში პირველი თამაში მოიგო.
ფამაგუსტელებმა ახნას „ეთნიკოსს“ უმასპინძლეს და 2:1 გაიმარჯვეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 42-ე წუთზე პენალტიდან გაიტანეს.
სტუმრებმა „ანორთოსისის“ კარი 90-ე წუთზე აიღეს და საბოლოო ჯამში ქეცბაიას გაწვრთნილები სამ ქულა დაეუფლნენ.
განვლილ შეხვედრაში „ანორთოსისის“ კარს გიორგი ლორია იცავდა, ნახევარმცველი ნიკა ნინუა თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.
„ანორთოსისი“ 3 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
