ლევანდოვსკიმ „ოქროს ბუცი“ მიიღო

0
6

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „ოქროს ბუცი“ მიიღო, რომელიც ევროპული საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 41 გოლი გაიტანა და ლეგენდარული აწ გარდაცვლილი გერ მიულერის რეკორდი მოხსნა, რომელიც 1971-192 წლების სეზონში დამყარდა. ასევე, მან 7 საგოლე პასი გააკეთა.

32 წლის ფორვარდმა „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ლიონელ მესის (30 გოლი), კრისტიანუ რონალდუს (29 გოლი), ანდრე სილვას (28 გოლი), ერლინგ ჰოლანდს (27 გოლი), კილიან მბაპეს (26 გოლი) და რომელუ ლუკაკუს (24 გოლი) აჯობა.