ებრალიძის სადებიუტო გოლი კვიპროსში და მარცხი ბოლო წუთზე

0
6

ავთო ებრალიძემ კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მე-3 ტურში „დოქსა“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ომონიასთან“ მეტად დრამატულ მატჩში დამარცხდა.

ებრალიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში 72-ე წუთზე გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ საჯარიმოში შეჭრილმა ერთ მცველი ჩამოიცილა, რის შემდეგ ახლო კუთხეში გაიტანა. ამ ეპიზოდში მასპინძლების მეკარემ აშკარად შეცდომა დაუშვა.

„ომონიამ“ საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე პენალტიდან გაიტანა.

ანგარიშის გათანაბრებიდან ოთხ წუთში ნიქოზიელებმა სტუმართა კარი მეორედ აიღეს და 3 ქულა მიითვალეს.

ებრალიძემ კვიპროსში სადებიუტო სეზონს ატარებს და მოწინააღმდეგის კარი ერთხელ აიღო.