„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში პირველდ დამარცხდა.
ხოსე ბორდალასის გაწვრთნილებმა „მესტალიაზე“ მადრიდის „რეალი“ მიიღეს და ანგარიშში უპირატესობა ძირითადო დროსთვის დასრულებამდე 5 წუთში გაანიავეს.
ტაიმის შუაწელში კაზემიროს შორის მანძილიდან დარტყმის შემდეგ მამარდაშილმა ბურთი ხელებში გააქვავა.
ტაიმის მიწურულს ვალვერდე მარჯნიდან შეიჭრა საჯარიმოში და პასი გააკეთა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ბურთი ჩაჭრა.
61-ე წუთზე, ისევ კაზემირომ დაარტყა შორიდან და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ისევ საიმედოდ ითამაშა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორ შევიდა ბურთიანად „ვალენსიას“ საჯარიმოში და დაარტყა – მამარდაშვილს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია.
66-ე წუთზე მასპინძელთა ფულკიემ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ლუკას ვასკესს თავში მოხვდა და უგო დურომ მარცხენა ფეხით ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა – 1:0.
68-ე წუთზე, ბენზემა მეტოქის საჯარიმოში ორ ფეხბურთელს გასცდა და მისი დარტყმული მამარდაშვილმა გაანეიტრალა.
75-ე წუთზე, ბენზემა ვალენსიელთა კარს შორი მანძილიდან დაემუქრა და ისევ მასპინძლების მეკარემ იყოჩაღა.
87-ე წუთზე, „რეალმა“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და ბენზემამ მასპინძლების საჯარიმოში ვინისიუსი მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ფულკიეს შეეხო და კარში აღმოჩნდა.
89-ე წუთზე, ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ ბენზემამამ ორ მცველსა და კარიდან გამოსულ მამარდაშვილს დაასწრო, რის შემდეგ თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში ქართველი მეკარე შეცდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მანამდე პოზიციური შეცდომა “ვალენსიას” ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა გაბრიელ პაულისტამ დაუშვა.
“რეალი” 13 ქულით გალიდერდა, ხოლო “ვალენსია” 10 ქულით მე-3 ადგილზეა.
